The New York Times – „2008 წელს სააკაშვილს ეგონა, რომ დასავლეთი ზურგს უმაგრებდა, მაგრამ გადაარჭარბა, ვერ გათვალა და შეცდა”

„უკრაინაში პუტინის ომი წყალგამყოფია, დროა ამერიკა რეალისტური გახდეს” – ამ სათაურით სტატიას The New York Times-ი აქვეყნებს.

სტატიის ავტორიიხსენებს, რომ ვარშავაში თავისი ბოლო გამოსვლისას პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, რომ ვლადიმერ პუტინი „ვერ დარჩება ხელისუფლებაში”, მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ განმარტა, რომ ის მხოლოდ აღშფოთებას გამოხატავდა და არ გამოხატავდა შტატების ახალ პოლიტიკას, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის ლიდერის დამხობას.

როგორც ჩარლს კუფჩანი ამბობს, პუტინის უკრაინაში შეჭრამ ყველა ჩვენგანში მორალური აღშფოთება უნდა გამოიწვიოს, მაგრამ პუტინი რუსეთის სახელმწიფოს ლიდერად მომდევნო ათწლეულში შეიძლება დარჩეს და ვაშინგტონს მოუწევს მასთან გამკლავება.

კუფჩანი ნატოს ღია კარის პოლიტიკასაც ეხება და ამბობს, რომ აღნიშნულმა ზედმეტად  წაახალისა ევროპის აღმოსავლეთის ქვეყნები. ასევე ამ ყველაფერმა აიძულა პერსპექტიული წევრები ჩართულიყვნენ ზედმეტად სარისკო მოქმედებებში.

ამასთან, მან 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიც გაიხსენა.

„არც ისე დიდი ხნის შემდეგ, რაც 2008 წელს ნატო-მ პირობა დადო, რომ საქართველო და უკრაინა „ნატოს წევრები გახდებიან“, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა წამოიწყო შეტევა სამხრეთ ოსეთში პრორუს სეპარატისტებზე, რომლებთანაც ქვეყანა წლების განმავლობაში სპორადულად ებრძოდა. რუსეთმა სასწრაფოდ დაიწყო შეტევა საქართველზე და დაამყარა კონტროლი სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე. სააკაშვილს ეგონა, რომ დასავლეთი ზურგს უმაგრებდა, მაგრამ გადაარჭარბა, ვერ გათვალა და შეცდა,” -წერს ჩარლს კუფჩანი, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი.

„ანალოგიურად, ნატომ უკრაინას ალიანსისკენ მიმავალი გზის გავლის შესახებ მოუწოდა. 2014 წლის მაიდანის რევოლუციამ დაამხო პრომოსკოვის რეჟიმი და უკრაინა დასავლეთისკენ მიმავალ კურსზე დააყენა, რის შედეგადაც რუსეთი ჩაერია ყირიმსა და დონბასში,” – დასძინა სტატიის ავტორმა.