,,კამპანიამ, რომელიც კრიმინალების დასაცავად და ამ კრიმინალების ხელისუფლებაში დასაბრუნებლად 2012 წლიდან წარმოებს, ევროპარლამენტამდე მიაღწია – ევროპარლამენტმა საქართველოს საკითხზე რეზოლუცია მიიღო” – ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი გამართა და ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე ისაუბრა.

„დღეს ევროპარლამენტმა საქართველოს საკითხზე რეზოლუცია მიიღო. კამპანიამ, რომელიც კრიმინალების დასაცავად და ამ კრიმინალების ხელისუფლებაში დასაბრუნებლად 2012 წლიდან წარმოებს, ევროკავშირის ერთ-ერთ უმაღლეს ინსტიტუტამდე, ევროპარლამენტამდე მიაღწია. ეს ძალიან სამწუხარო და შემაშფოთებელია. უაღრესად შემაშფოთებელია, როდესაც თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი უმთავრესი სცენის – ე.წ. „ფეიკის“ მსხვერპლი ევროკავშირის ასეთი მაღალი რანგის ინსტიტუტიც კი ხდება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.