თეა წულუკიანი: მივესალმები სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებას, სადაც მან კვლავ დაადასტურა, რომ მესამე პრეზიდენტს არ შეიწყალებს

მივესალმები სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებას, სადაც მან კვლავ დაადასტურა, რომ მესამე პრეზიდენტს არ შეიწყალებს,- ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

„მივესალმები ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებას, სადაც მან კვლავ დაადასტურა, რომ მესამე პრეზიდენტს არ შეიწყალებს, ვინაიდან მას დანაშაულები აქვს ჩადენილი და ეს დადასტურებულია შესაბამისი სასამართლო გადაწყვეტილებებით. როგორც ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, დამნაშავემ უნდა მოიხადოს ის სასჯელი, რაც აქვს მისჯილი, შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ ზედმეტი შეფასებები და კომენტარები ამ საკითხს აღარ სჭირდება. ყველა უნდა შევეგუოთ იმას, რომ როდესაც სჩადი დანაშაულს, იქ უკვე კანონით გათვალისწინებულია სასჯელი“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას კვლავ არ აპირებს, თუმცა გამომდინარე მაღალი საზოგადოებრივი და პოლიტიკური ინტერესიდან, ის განსაკუთრებულ პატიმრად უნდა იყოს მიჩნეული.