მიგვაჩნია, რომ სწორედ დღეს იყო დრო, ამ დოკუმენტზე ყოფილიყო ჩვენი ხელმოწერა – დავით კირკიტაძე შარლ მიშელის დოკუმენტზე

მიგვაჩნია, რომ სწორედ დღეს იყო დრო, ამ დოკუმენტზე ყოფილიყო ჩვენი ხელმოწერა – ამის შესახებ  ენმ-ის წევრმა დავით კირკიტაძემ განაცხადა.

“კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის საკითხი საქართველოს ხელისუფლების მიერ და ჩვენ მიგვაჩნია, რომ სწორედ დღეს იყო დრო იმისა, ამ დოკუმენტზე ყოფილიყო ჩვენი ხელმოწერა, რითიც ჩვენს მისწაფებებს და ღირებულებებს კიდევ ერთხელ დავადასტურებთ,” – აღნიშნა ენმ-ის წევრმა დავით კირკიტაძემ.

ცნობისთვის, შეთანხმებიდან თითქმის 5 თვის შემდეგ, “ნაციონალური მოძრაობა” შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს მოაწერს. პარტიის წევრები გვიანი გადაწყვეტილების სისრულეში მოსაყვანად ევროკავშირის ოფისში დღეს მივლენ.

განცხადება, არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, პარტიის თავმჯდომარემ გუშინ გააკეთა. გადაწყვეტილებას პარტიაში ქვეყნის ევროინტეგრაციის ხელშეწყობით ხსნიან, სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები კი მას მიესალმებიან და გონივრულს უწოდებენ.