საქართველო უცხადებს სრულ სოლიდარობას თავის მოკავშირესა და მეგობარს

თურქეთში 24 იანვარს მომხდარ მიწისძვრას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმიანება:

„გვინდა გამოვხატოთ უდიდესი მწუხარება თურქეთში მომხდარი ტრაგიკული მიწისძვრის გამო. საქართველო უცხადებს სრულ სოლიდარობას თავის მოკავშირესა და მეგობარს. ჩვენ ვიზიარებთ თურქი ხალხის, განსაკუთრებით კი შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების მწუხარებას და დაზარალებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, – აღნიშნულია სამინისტროს მიმართვაში.

შეგახსენებთ, რომ თურქეთში მიწისძვრის ეპიცენტრი 6,5 კილომეტრის სიღრმეზე ქალაქ სივრიჯესთან დაფიქსირდა. ბოლო მონაცემებით, მიწისძვრას 18 ადამიანი ემსხვერპლა.