ენმ ხალხის გაბითურებას ცდილობს, რაც არის პოლიტიკური ფარსი და არ გამოუვათ – მამუკა მდინარაძე ენმ-ს მიერ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერაზე

პოლიტიკური ფარსი და ხალხის გაბითურების მცდელობა – ასე აფასებ ,,ქართული ოცნების” დეპუტატი, მამუკა მდინარაძე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

“ენმ-ს ეხვეწებოდა მთელი მსოფლიო, რომ ხელი მოეწერათ ამ შეთანხმებისთვის და ეს პრინციპულად არ გააკეთეს. მოუწიათ მოწერა, მაგრამ გვიან. ახლა ანულირებულ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა არის ხალხის გაბითურება და პოლიტიკური ფარსი, რომელიც მათ არ გამოუვათ,”- აცხადებს მდინარაძე.

შეგახსენებთ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” შარლ მიშელის – 19 აპრილის შეთანხმებას ხელს აწერს.

გადაწყვეტილების შესახებ პარტიის თავმჯდომარემ და თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ საგანაგებო მიმართვისას განაცხადა.