ბიძინა ივანიშვილმა ორდენზე მეტი დაიმსახურა, მან კარგად უწყის როგორ უნდა გაიაროს დიდი ქარტეხილების დროს, იცის როგორ უნდა გაამხნეოს სხვები, იცის თანადგომის დიდი ფასი – ლადო კახაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლადო კახაძემ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილისთვის ღირსების ორდენის მინიჭებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ „ივანიშვილი ღირსების ორდენზე მეტს იმსახურებს.“

„კარგი ინიციატივაა, სიამოვნებით დავუჭერდი მხარს, იმიტომ რომ მან თავისი ცხოვრებით დაიმსახურა ორდენზე მეტი“, – აცხადებს კახაძე.

ჟურნალისტის კითხვაზე არის თუ არა ეს ბიძინა ივანიშვილის გამხნევების მცდელობა, დეპუტატი ამბობს, რომ „ბიძინა ივანიშვილს მოპოვებული აქვს ძალიან დიდი ნდობა თავის ხალხის მიერ ორივეს, აქვს ერთმანეთის ნდობა“.

ამასთან, კახაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილი მუდმივი გამოწვევის წინაშეა.

„ბიძინა ივანიშვილი მთელი თავისი ცხოვრება მუდმივი გამოწვევის წინაშე იყო, ამიტომ მისთვის ახალი არ არის გამოწვევები. მან კარგად უწყის როგორ უნდა გაიაროს დიდი ქარტეხილების დროს, იცის როგორ უნდა გაამხნეოს სხვები, იცის თანადგომის დიდი ფასი. ის მთელი ცხოვრება სხვისი თანამდგომი იყო“, – აცხადებს კახაძე ტვ „პირველთან“.