პუტინი უკრაინაში შეჭრას აპირებდა და ბევრს, მათ შორის ზელენსკის, არ უნდოდა ამის მოსმენა – ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ-ის დაზვერვა ცდილობდა გაეფრთხილებინა უკრაინა რუსეთის შეჭრის გარდაუვალი საფრთხის შესახებ, მაგრამ უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის „არ სურდა ამის მოსმენა“.

ამერიკელი ლიდერის თქმით, მას ეჭვი არა ეპარებოდა, რომ რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა.

„ბევრს ეგონა, რომ ვაზვიადებდი, როცა რუსეთის მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ ვსაუბრობდი. პუტინი აპირებდა საზღვრის გადაკვეთას და ეს ეჭვგარეშე ასე იყო. ზელენსკის არ სურდა ამის მოსმენა და არც ბევრ სხვას. მე მესმის, რატომ არ სურდათ ამის მოსმენა, მაგრამ ის შეიჭრა“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.