მამუკა მდინარაძე, მართლა რა ამორალურ ადამიანად იქეცი! – ჩემი შვილების ნათლობის ამბებზეც ოპერატიულ ცნობებს რომ წერთ, მართლა სულ გარეკეთ ხო? – ნოდარ მელაძე

მამუკა მდინარაძე, მართლა რა ამორალურ ადამიანად იქეცი! – ჩემი შვილების ნათლობის ამბებზეც ოპერატიულ ცნობებს რომ წერთ, მართლა სულ გარეკეთ ხო? – ამის შესახებ ,,ტვ პირველის” ჟურნალისტი ნოდარ მელაძე ,,ფეიბუქის” პირად გვერდზე წერს.

,,მამუკა მდინარაძე / Mamuka Mdinaradzeმართლა რა ამორალურ ადამიანად იქეცი! რაო, რას ამტკიცებდი გუშინ, ძველია და თავად შექმნესო. ჩემი შვილების ნათლობის ამბებზეც ოპერატიულ ცნობებს რომ წერთ, მართლა სულ გარეკეთ ხო?
[21.12.19, 14:52:28] ‪+995 577 50 60 60‬: მ.წ 21 დეკემბერს, ტელეკომპანია ,,მთავარი არხის” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის ნ.მელაძის საუბრებიდან ირკვევა რომ იგი ა.წ 22 დეკემბერს 13:00 სთ-ზე გეგმავს მისი შილები (ტყუპები- ნატა და თინათინ მელაძეები) მონათლოს ლისზე მდებარე მამათა მონასტერში.
ამავე ინფორმაციით მელაძე განმარტავს რომ ბავშვების ნათლიები იქნებიან : ვატო წერეთელი (ტვ-პირველის დამფუძნებელი) ნიკა გვარამია, სოფო ნიჟარაძე, ფიქრია ბუხაიძე, თეა ადეიშვილი, ნინო გაბრიაძე, მარიკა ვერულაშვილი, ეკა ხერხეულიძე.
შენიშვნა: დამატებით მელაძე ესაუბრა მეგობარს მერი გუბელაძეს (პ/ნ 01010******, ) რომელსაც სთხოვა რომ 14:30 სთ-თვის ლისზე მის რესტორანში (სავარაუდოდ ლისი მერე) გაუმზადოს 15 ადამიანზე სუფრა,” – წერს მელაძე.

ცნობისთვის, 13 სექტემბერს გავრცელებულ, სავარაუდოდ, სუს-ის ჩანაწერების შესახებ ბრიფინგი გამართა პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძემ ე.წ. სუს-ის ჩანაწერები შეაფასა ანტისახელმწიფოებრივი და ანტისაეკლესიო კამპანიის გაგრძელებად.

„სააკაშვილი, ბოკერია, გვარამია, მელაძე და ჩვენი დროის სხვა ბოლშევიკები უკვე დიდი ხანია ცდილობენ ჩვენი ეროვნული იდენტობის საფუძვლების შერყევას, თავს ესხმიან სახელმწიფოსა და ეკლესიას, თუმცა, მათი ყველა ეს მცდელობა წარუმატებლობისთვის არის განწირული,”- განაცხადა მდინარაძემ.