“სრულად ვეთანხმები სალომე ზურაბიშვილის ნათქვამს, რომ არავის არ უნდა გადაყვეს საქართველოს პერსპექტივა” – ალეკო ელისაშვილი

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ არ სჯერა, რომ რამე სხვა მომავალი არსებობს საქართველოსთვის გარდა ევროპულისა და არ მიაჩნია, რომ ვინმეს უნდა გადაჰყვეს ქვეყანა ამ პროცესის წინსვლაში – არც სააკაშვილს, არც გვარამიას და არც ბიძინა ივანიშვილს.

პარტია ,,მოქალაქეების” ლიდერის, ალეკო ელისაშვილის თქმით სრულიად ეთანხმება პრეზიდენტს.

“სრულად ვეთანხმები სალომე ზურაბიშვილის ნათქვამს, რომ არავის არ უნდა გადაყვეს საქართველოს პერსპექტივა და აქ გამონაკლისები არ უნდა იყოს. არავის არ უნდა გადაყვეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივა და მორჩა, აქ წერტილი უნდა იყოს დასმული და არანაირი დათქმები არ უნდა იყოს,“ – აცხადებს ალეკო ელისაშვილი.