არ მგონია, სალომე ზურაბიშვილი „ნაციონალური მოძრაობის” გვერდით დადგეს, რომელსაც წლების განმავლობაში ებრძოდა – შეწყალებაზე „დაასტატუსა“, რომ „არა და არასდროს“ – ბექა დავითულიანი

არ მგონია, სალომე ზურაბიშვილი “ნაციონალური მოძრაობის” გვერდით დადგეს, რომელსაც წლების განმავლობაში ებრძოდა – შეწყალებაზე „დაასტატუსა“, რომ „არა და არასდროს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ბექა დავითულიანმა განაცხადა.

დავითულიანი აცხადებს, რომ შეწყალება პრეზიდენტის დისკრეციაა და “ვერავინ ვერავის შეაშინებს.”

“არავინ არავის აშინებს და ვერ შეაშინებს, როცა ამ მნიშვნელობის თემაზე ვსაუბრობთ. ყველა ვხედავთ, რომ ამ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი დაემსახურებინა, იმ ორ ქვეყანაზე ბევრად წინ არის ყველა კრიტერიუმით. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის გადასვლა- გადმოსვლას, რადიკალური ოპოზიცია ყოველთვის ცდილობს თავისთვის სასარგებლო შიდაპოლიტიკური აქტი გამოადნოს. ზურაბიშვილის მათ მხარეს გადასვლა მათ აწყობთ შიდა პოლიტიკისთვის, მე არ მგონია, სალომე ზურაბიშვილი “ნაციონალური მოძრაობის” გვერდით დადგეს, რომელსაც წლების განმავლობაში ებრძოდა. შეწყალების ნაწილთან მიმართებით, ეს მისი პრეროგატივაა, “ფეისბუქზე” დაასტატუსა რომ “არა და არასდროს”,- განაცხადა დავითულიანმა.