ირაკლი კობახიძე – პრინციპულად არასწორია სააკაშვილის, გვარამიასა და ივანიშვილის ერთ სიბრტყეში დაყენება, ეს გააცნობიერა პრეზიდენტმა, შეცვალა საკუთარი გზავნილი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია

პრინციპულად არასწორია სააკაშვილის, გვარამიასა და ივანიშვილის ერთ სიბრტყეში დაყენება, ეს გააცნობიერა პრეზიდენტმა, შეცვალა საკუთარი გზავნილი და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მმართველი პარტიის თავმჯდომარეს კომენტარი სთხოვეს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე, რომ „მთავრობამ და მმართველმა პარტიამ არ გაწიეს სათანადო მუშაობა, რათა ბიძინა ივანიშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაში არ მოხვედრილიყო“.

„პირველ რიგში, მე მოხარული ვარ, რომ მან შეცვალა საკუთარი რამდენიმე დღის წინანდელი გზავნილი , მაშინ გახსოვთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა პარალელი გაავლო პრაქტიკულად ერთ სიბრტყეში დააყენა სააკაშვილი, გვარამია და ბიძინა ივანიშვილი, რაც იყო ძალიან უხეში გადაცდომა და ძალიან დიდი უმადურობის გამოხატულება. დღეს მან ეს გზავნილი შეცვალა რაც ძალიან კარგია და ამისთვის მას მადლობა უნდა გადავუხადოთ. კარგია, რომ პრეზიდენტმა გააცნობიერა ამ პირველი გზავნილის მცდარობა. პრინციპულად არასწორია სააკაშვილის, გვარამიასა და ივანიშვილის ერთ სიბრტყეში დაყენება, ეს გააცნობიერა პრეზიდენტმა, შეცვალა