„რუსეთი თეთრი და ფუმფულა არ არის და არ გვრცხვენია, ვაჩვენოთ ჩვენი თავი ისეთი, როგორებიც ვართ“ – სერგეი ლავროვი

„ჩვენ უკრაინაში არ შევჭრილვართ, ჩვენ გამოვაცხადეთ სპეციალური სამხედრო ოპერაცია, რადგან სხვა გზა არ გვქონდა“, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთი არ შეჭრილა უკრაინაში.

„ჩვენ არ შევჭრილვართ უკრაინაში. ჩვენ გამოვაცხადეთ სპეციალური სამხედრო ოპერაცია მაშინ, როდესაც ჩვენ სხვა არავითარი გზა აღარ დაგვრჩა, აგვეხსნა დასავლეთისთვის, რომ ის დანაშაულებრივი საქმიანობითაა დაკავებული, როდესაც უკრაინას ნატოში ითრევს.

საერთაშორისო დიპლომატები, მათ შორის გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი, გაეროს გენერალური მდივანი და გაეროს სხვა წარმომადგენლები „დასავლეთის მხრიდან ზეწოლის ქვეშ არიან და ძალიან ხშირად მათ დასავლეთის მიერ გავრცელებული ყალბი ამბების რუპორებად იყენებენ. რუსეთი არ არის თეთრი და ფუმფულა. რუსეთი არის ისეთი, როგორიც არის. და ჩვენ არ გვრცხვენია ჩვენი თავის ჩვენების“ – აღნიშნავს ლავროვი.