ხდება ძალის დემონსტრირება, გვეუბნებიან რომ ფეხზე კიდიათ ჩვენი რეაქცია – ზურაბ ჯაფარიძე ,,ქართულ ოცნებაზე” 

ხდება ძალის დემონსტრირება, გვეუბნებიან რომ ფეხზე კიდიათ ჩვენი რეაქცია – ამის შესახებ ,,გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ,,ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ,,ქართული ოცნების” ქმედებები არის მიზანმიმართული.

,,მიუხედავად იმისა როგორი დამოკიდებულება შეიძლება ქონდეს ადამიანს პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ და როგორ აფასებდეს მის წარსულს არის რაღაცები, რასაც ვფიქრობ, რომ აქვს ცალსახა შეფასება ნებისმიერი ობიექტური დამკვირვებლისთვის. ის, რომ მისი ნების საწინააღმდეგოდ არ უნდა გადაეყვანათ გლდანის ციხეში, ვთანხმდებით ყველა რომ არის მისი უფლებების დარღვევა. ის, რომ გლდანის ციხე არ არის ადგილი, სადაც სააკაშვილს საჭიროების შემთხვევაში აღმოუჩენენ დახმარებას, ამაზეც ვთანხმდებით ყველა.

მგონია, რომ ეს ყველაფერი კეთდება მიზანმიმართულად და არ არის სისულელის ამბავი. ხდება დემონსტრირება მათი ძალის, ჩვენ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს გვეუბნებიან, რომ აი, გვაქვს ძალა, შეგვიძლია ეს ასე გავაკეთოთ და ვერავინ ვერაფერს ვერ გვიზამს. ამ ყველაფრით ამბობენ, რომ ფეხზე გვკიდია თქვენი რეაქცია” – განაცხადა ჯაფარიძემ.