,,ყველაფერს რომ გადაურჩეს კობახიძე, ვერ გადაურჩება ისტორიის განაჩენს, დანაშაულისთვის, რომელსაც ის და მისი გუნდის წარმომადგნლები ჩადიან საქართველოს ევროპული მომავლის წინაშე” – ნათია მეზვრიშვილი

20 ივნისის აქციაზე ვერ მივდივართ კი არა, არ მივდივართ ,- ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” წევრმა ნათია მეზვრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, კარგი იქნებოდა აქციის თარიღად არ არჩეულიყო 20 ივნისი.

“დღეს ქვეყნის ევროპული მომავლის ბედი წყდება და პარტიებს შორის კინკლაობა ნაკლებად გვაინტერესებს. 20 ივნისის აქციას რაც შეეხება, ევროპის გზა ვერ გაივლის იმ დღის სიმბოლირებაზე, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის, გულწრფელი პროტესტის დღეც არის და პარლამენტზე შტურმის დღეც. ამიტომ ამაში მონაწილეობას არ ვიღებთ. რაც მეტი დრო გადის, სულ უფრო რწმუნდები, რომ გარკვეული პოლიტიკური პარტიები და პირველ რიგში “ნაციონალური მოძრაობა” ამას იყენებს პოლიტიკური მიზნებისთვის.

კარგი იქნებოდა, თარიღად არ შერჩეულიყო 20 ივნისი. არჩეულიყო ერთი, ნეიტრალური თარიღი, სადაც საქართველოს მოქალაქეების კონსოლიდირებული პოზიცია იქნებოდა დაფიქსიებული და დაკვნამდე რამდენიმე საათით ადრე არ ვიქნებოდით იმის მსჯელობაში რომელი თარიღი სჯობს”,- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.