,,ხელისუფლების მიზანი ჩემი შვილის იზოლაციაში სიკვდილია – ძალიან სამწუხაროა, რომ „ქართული ოცნება“ ბღალავს, ჩრდილს აყენებს პოლონეთთან ჩვენს მეგობრობას” – გიული ალასანია

„მიხეილ სააკაშვილი იზოლაციაში ჰყავთ, უნდათ მოკლან იზოლაციაში – ეს არის მიზანი“, – ამის შესახებ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ განაცხადა.

გიული ალასანიას თქმით, პოლონეთის სეიმის ვიცესპიკერი მალგოჟეტა გოშევსკა კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილთან არ შეუშვეს.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ხელისუფლება საქართველოს და პოლონეთის მეგობრობას ჩრდილს აყენებს, ეს დაუშვებელია. ნაკლები მოლოდინი ჰქონდა, რომ პოლონეთის სეიმის ვიცესპიკერს მალგოჟატა გოშევსკას მასთან შეუშვებდნენ.

ის იზოლაციაში ჰყავთ, უნდათ მოკლან იზოლაციაში – ეს არის მიზანი. მადლობელი ვარ პოლონეთის. კონკრეტული ადამიანები აკეთებენ საქმეს, ამ შემთხვევაში ეს არის ქალბატონი მალგოჟეტა, რომელიც ჩვენთვის ახლობელი ადამიანია და დიდი მადლობა რომ ჩამოვიდა“, – აღნიშნავს გიული ალასანია.