ისტორიაში პირველად წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად ნათია ლოლაძე აირჩიეს

საქართველოს წითელი ჯვრის პრეზიდენტი ნათია ლოლაძე წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს.  ნათია ლოლაძის კანდიდატურას წითელი ჯვრისა და წითელი ნახევართმვარის საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩევას 192 ქვეყნის წარმომადგენლობამ დაუჭირა მხარი.

“ვიცე-პრეზიდენტობის პერიოდში გავაკეთებ ყველაფერს, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, რათა მხარი დავუჭირო წითელი ჯვრების ეროვნული საზოგადოებების განვითარებასა და გაძლიერებას. რადგანს სწორედ ძლიერი ეროვნული საზოგადოება არის ის, რაც საშუალებას გვაძლევს მოვახდინოთ დროული და ეფექტური რეაგირება ადამიანთა საჭიროებებზე ადგილობრივ დონეზე”, – ამბობს ლოლაძე.