მაია რჩეულიშვილი საპატიმროს დღეს დატოვებს

„ცენტრ პოინტის“ დამფუძნებელი, მაია რჩეულიშვილი სააპელაციო სასამართლოში საპროცესო შეთანხმების  გაფორმების  შემდეგ,  საპატიმრო დაწესებულებას დღეს დატოვებს.

მოსამართლემ საბოლოო გადაწყვეტილება უკვე მიიღო, მე-5 პენიტენციურ დაწესებულებაში დოკუმენტის ოფიციალურად ჩაბარების შემდეგ, მაია რჩეულიშვილი საპატიმროს დატოვებს.

ის, დაახლოებით, 5 წლის განმავლობაში იხდიდა სასჯელს. ის 2016 წლის ივლისში, „მაგნოლიას“ საქმის ეპიზოდზე დააკავეს.

ცნობისთვის, რამდენიმე თვის წინ, სასჯელაღსრულების დაწესებულება რუსუდან კერვალიშვილმა დატოვა.