საქართველოს ანტივაქსერული მოძრაობა არის რუსული ოკუპაციური ძალების მხარდაჭერილი, რათა დაასუსტოს საქართველოს სახელმწიფოებრიობა – გიორგი ფხაკაძე

საქართველოს ანტივაქსერული მოძრაობა არის რუსული ოკუპაციური ძალების მხარდაჭერილი, რათა დაასუსტოს საქართველოს სახელმწიფოებრიობა – ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექპსერტი, გიორგი ფხაკაძე ,,ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს.

მისივე თქმით, ერთადერთი გზა, რომ ქვეყანა გაუმკლავდეს ვირუსს არის სამედიცინო პირბადის გამოყენება, სოციალური დისტანციის დაცვა და ვაქცინაცია.

,,საქართველოში ანტივაქსერული მოძრაობა არის მხარდაჭერილი პირდაპირ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ. არ გჯერათ?! ნახეთ, რა საიტებს/ვიდეოებს/სურათებს აზიარებენ ანტივაქსერები – 95% არის რუსულ ენაზე/რუსული თარგმანით და რუსული საიტებიდან « .ru ». ქართველი ანტივაქსერი “ბლოგერები” აჟღერებენ უშუალოდ რუსულ პროპაგანდას და რასაც ისინი თავის ფაისბუკ გვერდზე “შეწუხებული სახეებით” საუბრობენ, იმავეს საუბრობენ რუსული სამთავრობო არხები.  ამაზე მეტი მტკიცებულება – რა ვიცი …. ისე, არ გებადებათ კითხვა, საიდან “უმუშევარ” ბლოგერს ამდენი დრო და მაღალხარისხიანი აპარატურა, რომ ისაუბროს “სიმართლეზე”?! ალბათ, ბებო მარო ხულოდან უგზავნის ყიველთვიურად მათ დასახმარებლად ფინანსებს. საქართველოს ანტივაქსერული მოძრაობა არის რუსული ოკუპაციური ძალების მხარდაჭერილი, რათა დაასუსტოს საქართველოს სახელმწიფოებრიობა.

ერთადერთი გზა, რომ ქვეყანა გაუმკლავდეს ამ ვერაგ ვირუსს, არის შემდეგი: ვაქცინაცია ერთი ტიპის ვაქცინით (ფაიზერ-ბიონტეკი, ისე, რუსებს ეს ვაქცინა არ აქვთ და გაგიჟებულები არიან, რომ უარი თქვეს თავის დროზე ამ ვაქცინაზე. ახლა კი 1250-მდე ადამიანს კარგავენ კოვიდით დღეში, ისიც “ოფიციალურად” , სამედიცინო პირბადის გამოყენება ყველგან თან სწორი ტარება, რომ არ ამოვწყდეთ , სოციალური დისტანციის დაცვა არ ჩავაკეტინოთ ქვეყანა, რავი სხვა გზა დარჩა?! !არაპროფესიონალიზმი კლავს” – წერს ფხაკაძე.