აღმა-დაღმა სულ თავქუდმოგლეჯილებმა რომ ირბინონ, იმდენი მაინც ვერ გამოჩნდებიან, რომ თავიანთ ბელადს გული გაუხარონ – სუბარი „ნაცმოძრაობაზე”

ქუჩაში სიარული კი არა, აღმა-დაღმა სულ თავქუდმოგლეჯილებმა რომ ირბინონ, იმდენი მაინც ვერ გამოჩნდებიან, რომ თავიანთ ბელადს გული გაუხარონ და გაამხნევონ, – ეს განცხადება ოპოზიციის მისამართით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა გააკეთა.

სუბარის შეფასებით, “ცხადია, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი რადიკალური და დესტრუქციული ოპოზიციის მიერ გამოგონილ ყალბ დღის წესრიგს არ მიჰყვება“.

“რადიკალურ ოპოზიციას მოვუწოდებ, იმ ამომრჩევლის დაკვეთა შეასრულოს, ვინც მას ხმა მისცა და საპარლამენტო მუშაობას დაუბრუნდეს. უარი თქვას მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლაზე და დესტაბილიზაციის მუდმივ მცდელობას შეეშვას. თუ მაინც არჩევენ, რომ დესტრუქციულ რეჟიმში დარჩნენ, ერთადერთი რასაც მიაღწევენ, საკუთარი მარგინალიზაციის ტემპის დაჩქარებაა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.