დღეს პარლამენტში ნიკა მელიასათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი განიხილება

პარლამენტის წევრის ნიკანორ მელიასათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი დღეს განიხილება.

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, შესაბამისი სამართლებლივი დასკვნა ბიუროზე გადაიგზავნება და შემდგომ განიხილება.

ნიკა მელიამ საპარლამენტო მანდატის დატოვების თხოვნით პარლამენტს 29 ივლისს მიმართა.

როგორც მელიამ აღნიშნა, ერთვება ოქტომბრის რეფერენდუმის ბრძოლაში და ტოვებს პარლამენტს.