დარწმუნებული ვარ უკრაინა სამიტზე კანდიდატის სტატუსს მიიღებს – ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი დარწმუნებულია, რომ ევროკავშირის ლიდერები უკრაინის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ევროკომისიის დასკვნის საფუძველზე ამ კვირის სამიტზე შეთანხმებას მიაღწევენ. აღნიშნულის შესახებ ფონ დერ ლაიენმა გერმანიის საზოგადოებრივთან საუბარში განაცხადა.

„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ მივიღებთ დადებით გადაწყვეტილებას და იქნება მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, კურსი უკვე განსაზღვრულია“, – განაცხადა ლაიენმა.

მან დასძინა, რომ სტატუსის მიღების შემდეგ გაწევრიანების სისწრაფე კანდიდატ ქვეყნებზე იქნება დამოკიდებული.

ევროკომისიის პრეზიდენტმა გაიხსენა სლოვაკეთის მაგალითი, რომელმაც პერსპექტივები 1999 წელს მიიღო და 2004 წელს შეძლო გაწევრიანება და თურქეთი, რომელიც ახლა უფრო შორს არის პოტენციური წევრობისგან, ვიდრე მაშინ იყო.

აღსანიშნავია, რომ 17 ივნისს ევროკომისიამ გამოაქვეყნა დასკვნა უკრაინის , მოლდოვასა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადების შესახებ, სადაც პირველ ორს კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გაუწია.

უკრაინამ უნდა დააკმაყოფილოს შვიდი მოთხოვნა, იმისთვის რომ არ დაკარგოს ახალი სტატუსი და გადავიდეს პროცედურის შემდეგ ეტაპზე.