დღეს თბილისი მაიდანი იწყება – “თბილისი პრაიდის” დამფუძნებელი

“თბილისი პრაიდის” დამფუძნებელი გიორგი თაბაგარი, თბილისში მაიდანის დაწყებას აანონსებს.

მისი თქმით, დღეს იქნება ბოლო ათწლეულის მანძილზე ყველაზე მასშტაბური, ანტისამთავრობო აქცია.

დღეს თბილისი მაიდანი იწყება! ეს იქნება ყველაზე მასშტაბური ანტისამთავრობო დემონსტრაცია, ბოლო 10 წლის განმავლობაში. იმედია, გარკვეულ ცვლილებებს გამოიწვევს. საქართველოს ხელისუფლებავ, შენი დრო ამოიწურა! აიღე პასუხისმგებლობა წარუმატებლობაზე და გადადექი“, – წერს თაბაგარი.