,,ბატონი ბიძინა არასდროს ყოფილა ოლიგარქი, საქართველოში ფული არ უშოვია” – ირაკლი ზარქუა

მთელი საზოგადოება, მათ შორის, ჩვენი მომხრეებიც, სხვა პარტიების მომხრეებიც იყვნენ გაერთიანებული ერთი მოთხოვნით – „ევროპაში”, “ევროპისკენ წინ”, მეც ამ სულისკვეთებას ვუერთდები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისი თქმით, აქცია „ნაციონალური მოძრაობის” ორგანიზებული იყო და „რევოლუციური მოწოდებები ბოლოს ეტყობა მაინც გამოეპარათ”.

„გუშინდელი აქცია ორგანიზებული იყო „ნაციონალური მოძრაობისა” და „სირცხვილიას“ მიერ. თავიდან მეც მეგონა, რომ დამოუკიდებელი ორგანიზატორები ჰყავდა, თუმცა, როცა ჩართვა ვნახე „ნაციონალური მოძრაობის” ლობისტების, მერე უკვე მივხვდი და ბოლოს რევოლუციური მოწოდებები ეტყობა მაინც გამოეპარათ. რასაც ვაკვირდებოდი, ერთსულოვნება იყო, განსხვავებული ორიენტაციის, მრწამსის ადამიანები იყვნენ აქციაზე წარმოდგენილნი. ევროკავშირს მინდა ვითხრა, მიუხედავად იმისა, რომ გუშინ იყო ბევრი ხალხი, გაცილებით მეტია მოსახლეონა, რომლის სურვილიც არის, რომ ევროინტეგრაციის გზაზე შეუფერხებლად ვიაროთ. მინდა ვთქვა, ხაზგასმით, რომ გუშინ იყო მცდელობა პატიმარ სააკაშვილის თუ სხვა მსჯავრდებულების ბანერები წარმოედგინათ და ამის აღკვეთა მოხდა. მცდელობა იყო, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელთ ეგდო მიკროფონი, თუმცა, არ დაუშვეს სტუდენტებმა და მადლობა მათ ამისთვის. არც ერთი სიტყვა არ იყო გახმოვანებული სააკაშვილზე და „ნაცმოძრაობის“ ინტერესების შემცველი, ამიტომაც იყო, რომ მთელი საზოგადოება, მათ შორის, ჩვენი მომხრეებიც, სხვა პარტიების მომხრეებიც იყვნენ გაერთიანებულო ერთი მოთხოვნით „ევროპაში“, „ევროპისკენ წინ“, მეც ამ სულისკვეთებას ვუერთდები.

რაც შეეხება ბატონ ბიძინას, არასდროს ყოფილა ოლიგარქი და სულ ტყუილად ცდილობთ… ოლიგარქის განმარტება უნდა ისწავლოთ. როცა გარკვეული საქმეებით ფულს იშოვი ქვეყანაში და ბიძინა ივანიშვილს ფული არ უშოვია საქართველოში, პირიქით, უცხო ქვეყანაში ჰქონდა ბიზნესინტერესები, გაყიდა, ჩამოვიდა და აქ ახარჯავს. არ აგერიოთ, არ აგეშალოთ” – აღნიშნავს ზარქუა.