ბარაკ ობამა გამოსამშვიდობებელ მიმართვას 10 იანვარს ჩიკაგოში წარმოსთქვამს

აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა გამოსამშვიდობებელი მიმართვით მოქალაქეებს 10 იანვარს მშობლიური ქალაქიდან, ჩიკაგოდან მიმართავს.

ობამას თქმით, გამოსამშვიდობებელი მიმართვა ჯერ კიდევ 220 წლის წინ ჯორჯ ვაშინგტონმა წარმოსთქვა, 2009 წელს კი თავის მოქალაქეებს დაემშვიდობა ჯორჯ ბუში.

აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია კი 20 იანვარს ვაშინგტონში გაიმართება.

კომენტარის დატოვება