საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდმა დღეს ფარული კენჭისყრით, მეორე ტურში გადასულები უნდა დაასახელოს

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდმა დღეს ფარული კენჭისყრით, მეორე ტურში გადასულები უნდა დაასახელოს. საჯარო განხილვა მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება.

რაც შეეხება ღია დებატებს, ბორდის გადაწყვეტილებით, ასეთი ფორმატი არ იქნება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილე ერთ-ერთი კანდიდატი, სამაუწყებლო კომპანია „ჰერეთის“ რადიოსადგურების: „თბილისის“ და „ჰერეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი რამაზ სამხარაძე ამბობს, რომ არ იცის როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ ზუსტად იცის, რომ მაგრამ ზუსტად ვიცი “საზოგადოებრივი მაუწყებლის” დირექტორს არ უნდა ჰქონდეს პოლიტიკური წარსული.

-„არ ვიცი რა იქნება ხვალ და მერე 6 -ში კიდევ… მაგრამ ზუსტად ვიცი “საზოგადოებრივი მაუწყებლის” დირექტორს არ უნდა ჰქონდეს პოლიტიკური წარსული. საერთოდ არ უნდა იყოს ნამუშევარი სახელისუფლებო თუ სხვა სახელმწიფოებრივ სტრუქტურებში… უნდა ჰქონდეს მენეჯმენტის და მართვის გამოცდილება, კარგად უნდა ესმოდეს მედია და მაუწყებლობის სპეციფიკა, თანამედროვე ტექნოლოგიები, უნდა იყოს ლიდერი, დამოუკიდებელი და ხელისუფლების მაკონტროლირებელი. მხოლოდ მაშინ ეშველება მაუწყებელსაც და ქვეყანასაც! სხვა შემთხვევაში ისევ იქ ვიქნებით, სადაც ვართ. თითოეულმა ადამიანმა უნდა გაითავისოს რა ბრძოლა მიდის ახლა. ეს ყველას გეხებათ!“

საზოგადოებრივი მაუწყებლის თავმჯდომარეობისთვის სულ 14 კანდიდატი იბრძვის.

ვაკანტური საზოგადოებრივი მაუწყებლის თამჯდომარის პოსტი დაახლოებით ერთი თვის წინ გახდა, მას შემდეგ, რაც გიორგი ბარათაშვილმა თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო.

 

კომენტარის დატოვება