“თუ პრეზიდენტს მიაჩნია, რომ აგდებული დამოკიდებულებით უნდა ესაუბროს პარლამენტს, მით უარესი ამ ინსტიტუტისთვის” – ოხანაშვილი

“თუ ქალბატონ პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ასეთი აგდებული დამოკიდებულებით და რიტორიკით უნდა ესაუბროს საქართველოს პარლამენტს, მით უარესი ამ ინსტიტუტისთვის”- ასე პასუხობენ “ქართული ოცნებაში” სალომე ზურაბიშვილის პირველ ვეტოს.

ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მოტივირებული შენიშვნები სჭირდება.

,,რას ნიშნავს ყველაფერს დაადებს ვეტოს? ჩემთვის გაუგებარია, რა ტიპის ფორსირებაზეა საუბარი. რა ტიპის არასწორი პოლიტიკის გატარებაზეა საუბარი, მაშინ როდესაც ეს კანონპროექტი შესაბამისობაშია სტასბურგის სტანდარტებთან”- აცხადებს ოხანაშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტს ვეტო დაადო. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ეს არის უფრო პოლიტიკური, ვიდრე სამართლებრივი ვეტო.