,,ერთადერთი ამოცანა, რაც გუშინდელ ფონზე უნდა გვქონდეს, ივანიშვილის წასვლა და ახალი არჩევნებია – ბოკერია” – გიგა ბოკერია

ერთადერთი ამოცანა გუშინდელ ფონზე რაც ვიხილეთ, რაც უნდა გვქონდეს ყველას, როგორც საქართველოს მოქალაქეებს, რისკენაც მოვუწოდებთ ევროპული საქართველო, რომ გავერთიანდეთ ერთადერთ ამოცანაში – ამ რეჟიმის, როგორც პოლიტიკური კეთროვანების გარიყვაში ჩვენი პოლიტიკური ცხოვრებიდან, ძალაუფლებიდან ჩამოშორებაში, ამ რეჟიმის, ივანიშვილის წასვლა და ახალი არჩევნები არის ერთადერთი რამ, რაც ჩვენს ქვეყანას გადაარჩენს – ეს განცხადება “ევროპული საქართველოს” ლიდერმა, გიგა ბოკერიამ პრემიერ ღარიბაშვილის საპარლამენტო გამოსვლის შეფასებისას გააკეთა.

ბოკერია ამბობს, რომ ის, რაც გუშინ საკანონმდებლო ორგანოში ხდებოდა იყო ხელისუფლების პასუხი, რომ არ აპირებენ ევროკავშირის არც ერთი რეკომენდაციის შესრულებას და რომ მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებაზე იქნებიან მოტივირებული:

“გუშინ კიდევ ერთხელ, განსაკუთრებულად ამაზრზენი ფორმით წარმოდგა ივანიშვილის რეჟიმი. ის, რაც საზოგადოებამ ნახა გუშინ საქართველოს არალეგიტიმურ პარლამენტში და რამაც გამოიწვია საზოგადოების აღშფოთება, ეს იყო სახე არამარტო რეჟიმის, არამედ განაცხადი, რომ დღევანდელ ვითარებას, ჩვენს საფრთხეს, რომ ისტორიული შანსი გავუშვათ ხელიდან თავისუფალ სამყაროში დაბრუნების, ეს რეჟიმი, ივანიშვილი და მისი გარემოცვა, ეს ამაზრზენი სამარცხვინო პოლიტიკური არარაობა ღარიბაშვილი, განიხილავენ, როგორც შესაძლებლობას საკუთარი ძალაუფლების განმტკიცების, პირდაპირ გვითხრეს, რომ არათუ რამის შეცვლას არ აპირებენ, რომ ქვეყნის ინტერესები, საკუთარი მომავლის, ამ ქვეყნის, რომლის შვილები თითქოს თვითონაც არიან, მომავალი გადაარჩინონ, რომელსაც საფრთხე თავადვე შეუქმნეს გარე მტერთან ერთად, არა. ეს არის ვითარება რაც მათთვის არის ხელსაყრელი, მათ უნდათ, რომ საზოგადოებას აჩვენონ მათი და ოპონენტების უძალობა პარლამენტში. გასული არიან ზღვრიდან თუნდაც მწვავე დისკუსიის” – თქვა ბოკერიამ.