უწმინდესის მდგომარეობა გაუმჯობესდა

4 იანვარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე იუბილარია, ის 84 წლის ხდება.

როგორც პატრიარქის ექიმი ცისანა შარტავა ამბობს, უწმინდესი ამჟამად ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია.

-„პატრიარქს მაღალი ტემპერატურა აღარ აქვს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა, ჩვენი სპეციალისტების მუდმივი დაკვირვების ქვეშ იმყოფება, მკურნალობის ტაქტიკაც ყალიბდება“ – აღნიშნავს ცისანა შარტავა.

კომენტარის დატოვება