კოკა მორგოშია და ზურაბ მახარაძე პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს

“ალტ-ინფოს” ლიდერები, კოკა მორგოშია და ზურაბ მახარაძე პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს.

“როგორც მე მითხრეს, “თბილისი პრაიდმა” და დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა შეიტანეს საჩივარი, წარმოდგენილია ჩვენი პარტიის ლიდერების პოსტები, განცხადებები, გადაცემებიდან ამონარიდები და სწორედ ამ განცხადებებთან და ამონარიდებთან დაკავშირებით იყო კონკრეტული კითხვები, რაზეც ჩემი მხრიდან მიიღეს ამომწურავი პასუხი”, – ამბობს კოკა მორგოშია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აღნიშნულზე დამატებითი ინფორმაცია არ გაუვრცელებია. უწყებამ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მიიღებენ ყველა შესაბამის ზომას, რათა უზრუნველყოფილ იქნას “თბილისი პრაიდის” მიერ დაგეგმილი დახურული ღონისძიებების უსაფრთხო ფორმატში ჩატარება. შსს პრაიდ კვირეულის მოწინააღმდეგე ჯგუფებს მოუწოდებს დაიცვან კანონი.