,,როცა ორმოში ხარ, შეწყვიტეთ თხრა. როცა ასე ღრმად ხარ, უბრალოდ გააგრძელე ჩინეთამდე. ევროპას შენთვის ადგილი არ აქვს” – ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი კობახიძეს

“ევროპას შენთვის ადგილი არ აქვს” – ასე მიმართავს ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი, თომას ჰენდრიკ ილვესი “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს.

ამ განცხადებით ილვესი კარლ ბილდტზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმაურება:

“როცა ორმოში ხარ, შეწყვიტეთ თხრა. როცა ასე ღრმად ხარ, უბრალოდ გააგრძელე ჩინეთამდე. ევროპას შენთვის ადგილი არ აქვს”, – წერს ილვესი.

ცნობისთვის, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 22 ივნისს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ წინა ხელისუფლების დროს, “ბილდტის ცოლის კომპანიას მილიონები აქვს წაღებული ბიუჯეტიდან”.