ლევან ბოძაშვილი ელჩად დაინიშნა

შვეიცარიის კონფედერაციიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე ლევან ბოძაშვილი დაინიშნა. ბრძანებას გიორგი მარგველაშვილმა ხელი უკვე მოაწერა. ახლადდანიშნული საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მუშაობას 2017 წლის 20 ოქტომბრიდან შეუდგება.

შეგახსენებთ, რომ ბოძაშვილი 2015 წლის დღემდე საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეა.