მეტროში მომხდარ აფეთქებაში ეჭვმიტანილის მშობლები პეტერბურგში ჩავიდნენ

დღეს პეტერბურგში მეტროში მომხდარ აფეთქებაში ეჭვმიტანილი აკბარჯან ჯალილოვის  მშობლები ჩავიდნენ. მათ გამომძიებლებტან შეხვედრა აქვთ დანიშნული. რუსეთში ჩასვლამდე კი ისინი ყირგიზეთში დაკითხეს. მშობლები აცხადებენ, რომ არ იციან ვისთან ჰქონდა მათ შვილს ბოლოს ურთიერთობა.