,,ჩვენი სუვერენიტეტი მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება – უფალი ამბობს, რომ მშობლიური სახლის დაცვა ავი სულისგან ცოდვა არ არის, ცოდვა მისი არდაცვაა” – ზელენსკი

ომი ჩვენ არ დაგვიწყია, არც პირველებს გვისროლია და არც პირველები დავსხმივართ თავს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„ჩვენ ვიცავთ უკრაინას, რომელიც არის სუვერენული, დამოუკიდებელი, დემოკრატიული, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო.

ჩვენი სუვერენიტეტი ვრცელდება მთელ ტერიტორიაზე. ჩვენ ვართ უნიტარული სახელმწიფო. ჩვენი ტერიტორია არსებულ საზღვრებში არის განუყოფელი და ხელშეუხებელი. ამიტომ აღმოსავლეთში და დასავლეთში, სამხრეთში, ჩრდილოეთში და ცენტრში ჩვენი ხალხი გმირულად იბრძვის ამ პრინციპებისთვის,“- აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ღმერთი უკრაინის მხარესაა.

„უფალი ჩვენს მხარესაა და ამბობს, რომ მშობლიური სახლის დაცვა ავი სულისგან ცოდვა არ არის, ცოდვაა მისი არ დაცვა”, – აღნიშნა ზელენსკიმ.