პუტინის ოლიგარქ მიხაილ ფრიდმანს და მის პარტნიორებს 12 მილიარდი დოლარის აქტივები დაუყადაღეს

კრემლის ლიდერის ვლადიმერ პუტინის ოლიგარქს მიხაილ ფრიდმანს კვიპროსული კომპანიების აქტივები დაუყადაღეს, რაც საერთო ჯამში 12 მილიარდზე მეტს შეადგენს. საუბარია ბიზნესმენ „ალფა ბანკის“ დამფუძნებელზე. ამის შესახებ უკრაინული მედია ეკონომიკური უსაფრთხოების ბიუროზე დაყრდნობით წერს.

ამოძიების თანახმად, რუსმა ოლიგარქმა და ბიზნესმენებმა კონტროლირებადი კვიპროსული კომპანიებისა და მათი საბანკო ინსტიტუტის მეშვეობით ომამდე, აღნიშნული კომპანიების აქტივების დაკანონებას შეეცადნენ.

საუბარია Alfa Bank-სა და კვიპროსულ კომპანიებზე, რომელსაც ოლიგარქი მიხაილ ფრიდმანი და მისი პარტნიორები ფლობენ. თავად ფრიდმანი უარყოფს რაიმე კავშირს ამ საქმესთან და ამბობს, რომ „სრულად იაზრებს სანქციების მნიშვნელობას“.

გამოძიების ინფორმაციით, ფრიდმანი და მისი ბიზნესპარტნიორები ცდილობდნენ თავიდან აეცილებინათ შესაძლო ნეგატიური შედეგები, რომელიც სანქციების გამო ემუქრებოდათ.

ალფა ბანკი ამ დროისთვის ოფიციალურად ადასტურებს, რომ დაყადაღებულია ჰოლდინგური კომპანიის ABHU-ს ფასიანი ქაღალდების ანგარიშები, რომელიც ფლობს „ალფა ბანკ უკრაინას“ 42,4%-ს.

„ანგარიშების დაყადაღება არ იმოქმედებს Alfa-Bank Ukraine-ის ფუნქციონირებაზე და არავითარი შედეგი არ ექნება მომხმარებლებზე. ალფა ბანკი მუშაობს სრულ განაკვეთზე. ბანკს კვლავ მართავს დირექტორთა საბჭო და სამეთვალყურეო საბჭო. აქციონერები არ მონაწილეობენ ბანკის მუშაობის პროცესში“, – აცხადებენ ბანკში.