საბერძნეთმა ქალი პრეზიდენტი პირველად აირჩია

საბერძნეთის პარლამენტმა, პირველად ქვეყნის ისტორიაში, ქალი პრეზიდენტი აირჩია. 63 წლის კატერინა საკელაროპულუს 300 დეპუტატიდან 261-მა დაუჭირა მხარი.

მანამდე ის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტს იკავებდა.

ახალი პრეზიდენტი მოვალეობის შესრულებას 13 მარტიდან შეუდგება.