ისრაელმა ღაზას სექტორში​ “ალჯაზირასა” და “ესოშიეთიდ პრესის” შენობა დაბომბა (ვიდეო)

ისრაელის არმიამ ღაზას სექტორში მდებარე შენობაზე, სადაც მედიასაშუალებები “ალ ჯაზირა” და “ესოშიეთიდ პრესის” წარმომადგენლობები იყო განთავსებული, იერიში მიიტანა.

დაბომბვის შედეგად შენობა სრულად განადგურებულია, ამ დროისთვის ინფორმაცია შესაძლო მსხვერპლის შესახებ არ ვრცელდება.

აღსანიშნავია, რომ ისრაელმა მოსალოდნელი საფრთხის შესახებ შენობაში განთავსებული მედიასაშუალებები წინასწარ გააფრთხილა.

იხილეთ ვიდეო