,,საჭიროდ ჩავთვალეთ გასვლა, რომ ვიღაცამ არ თქვას, რატომ საუბრობს ამას თქვენი პარტიის წევრი” – მიხეილ ყაველაშვილი

დაახლოებით ორი თვით ადრე ირაკლი კობახიძემ გვითხრა, რომ კანდიდატის სტატუსი სპეციალურად არის, ვერ მიაღწიეს იმას, რომ ჩვენ სხვადასხვა მეთოდით ჩავერთეთ უკრაინის ომში, – ამის შესახებ პარლამენტარმა, მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „უცნობის კიდობანი“ „ქართული ოცნების“ დატოვების მიზეზებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის პროექტი, რომელიც არ არის ერთჯერადი და ამ თვალსაზრისით, საჭიროდ ჩათვალეს „ქართული ოცნებიდან“ გასვლა, რომ ვინმეს არ ეთქვა, რატომ საუბრობს ამაზე პარტიის წევრი.

„ეს ინფორმაციები, რა თქმა უნდა, ჩვენ გვქონდა. დაახლოებით ორი თვით ადრე ირაკლი კობახიძემ გვითხრა, რომ კანდიდატის სტატუსი სპეციალურად არის, ვერ მიაღწიეს იმას, რომ ჩვენ სხვადასხვა მეთოდებით ჩავერთეთ უკრაინის ომში. გახსოვთ უკრაინის პრემიერის განცხადებები, გამოსვლები, ზელენსკის ჩართვა, მთელი ეს პროცესი, ლაპარაკობდნენ უმაღლესი თანამდებობის პირები, პარლამენტის წევრის, ვიღაც გონჩარენკოს პირდაპირ მოწოდება ქილიკით, ხომ არ არის დრო, რომ გაისეირნოთ, რომელსაც პასუხი გავეცი. თითქოს ნამუსზე აგდება, ქართველებს ომი, ამ სიტუაციის ჩვენთან აგორება. მოკლედ რომ ვთქვა, ეს არის პროექტი, რომელიც არ არის ერთჯერადი და ჩვენ საჭიროდ ჩავთვალეთ გამოყოფა ამ თვალსაზრისით, რომ ეს პროცესი უფრო მეტად არ განვითარდეს. ამაში იყო უფრო მეტად აზრთა სხვადასხვაობა, რომ ისედაც ვერ ვითმენდით, პირდაპირ ვუთხარით, არ უნდა მქონდეს მე პარტიული შეზღუდვა, შენ მიდიხარ, ევროპარლამენტარს ესაუბრები, პრემიერი მიდის, დღესაც და გუშინ შეხვედრები ჰქონდა და ვიღაცამ არ უნდა უთხრას, რომ თქვენი პარტიის წევრი ამას რატომ საუბრობს, ან კიდევ რაღაც მითითება, რომ არ მივცეთ საბაბი ადამიანებს სცენარის განვითარებისთვის, რომელიც ჩვენს თვალწინ დღეს ვითარდება. მაშინაც იყო საუბარი, რომ მოდით წინასწარ ვთქვათ, ეს ამიტომ არის გაკეთებული, მაგრამ ჩავთვალეთ რომ დავლოდებოდით, სადამდე მივიდოდა ეს პროცესი“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.