,,ოცნება” თავს ესხმის იმავე ტელევიზიის დირექტორს, რომლის ოპერატორიც შეიწირა – თამარ კორძაია

დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ კორძაია ,,ტვ პირველის“ მფლობელზე თავდასხმას ეხმაურება და ამბობს, რომ პარლამენტის წევრები ძველბიჭურად ესხმიან თავს ჟურნალისტებს.

კორძაიას თქმით, ,,ქართულ ოცნებას” არ ეყო, რომ „ტვ პირველის“ ოპერატორის სიცოცხლე შეიწირეს და ამ ტელევიზიის მფლობელსაც თავს დაესხნენ.

,,ეს არის ქართული ოცნების „ნოუ ჰაუ“, იმიტომ რომ, ჯერ არ ყოფილა, რომ პარლამენტის წევრები ძველბიჭურად ჟურნალისტებს თავს ესხმოდნენ. ქართულ ოცნებას არ ეყოფოდა ის, რომ ტვ პირველის ოპერატორის სიცოცხლე შეიწირეს, ამის გამოსაძიელბლად არაფერს აკეთებს და ახლა გადავიდა თავდასხმაზე აშშ-ს საელჩოს ტერიტორიაზე და თავს ესხმის იმავე ტელევიზიის დირექტორს, რომლის ოპერატორიც შეიწირა. ამას ძძალიან მკაცრი რეაგირება მოჰყვება ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოსგან და ჩვენგანაც“. – ამბობს თამარ კორძაია.