სალომე ზურაბიშვილი: უკრაინელმა ერმა მთელ მსოფლიოს აჩვენა ღირსეული ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

“დამოუკიდებლობის დღეს გილოცავ, უკრაინა! უკრაინელმა ერმა მთელ მსოფლიოს აჩვენა თავისი ღირსეული ბრძოლა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის.

„საქართველო და უკრაინა ახლო, მოძმე ერები არიან, მსგავს ბრძოლაში ჩართულები. ჩვენ ვიცით დამოუკიდებლობის ფასი. ყოველთვის ერთად ვიდგებით. #SlavaUkraini“ – წერს პრეზიდენტი ზურაბიშვილი