სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 2 პოლიციელი დააკავა – უწყება განცხადებას ავრცელებს

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ორი პოლიციელი დაკავებული პირების მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე დააკავაამის შესახებ განცხადებას უწყება ავრცელებს.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჩატარებული გამოძიების შედეგად, დაკავებული პირების მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტები გამოავლინა, რის შედეგადაც სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ბრალდებით დაკავებულ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზესტაფონის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორგამომძიებელი და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს პატრულინსპექტორი.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 15 იანვარს, . ზესტაფონში, ზესტაფონის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორგამომძიებლებზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი მოქალაქე .. დააკავეს. დაკავების შემდეგ იგი გადაიყვანეს ზესტაფონის რაიონული სამმართველოს შენობაში, სადაც ზესტაფონის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორგამომძიებელმა მოქალაქე ..- სახის არეში ერთხელდაარტყა ხელი.

რაც შეეხება არასათანადო მოპყრობის მეორე ფაქტს, 2022 წლის 31 ივლისს, .ბათუმში საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს სახაზოსაპატრულო სამმართველოს პატრულინსპექტორების მიერ წვრილმანი ხულიგნობის და დაუმორჩილებლობისთვის ადმინისტრაციული წესით დაკავებულ იქნა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქე ... პატრულინსპექტორმა დაკავებული პირი განათავსა საპატრულო პოლიციის ავტომანქანის უკანა სალონში და თავად დაუჯდა მარჯვენა მხრიდან. დაკავებული პირის წინააღმდეგობის აღკვეთის მიზნით, პატრულინსპექტორმა მას სხეულის სხვადასხვა არეში ხელების დარტყმითა და ხელბორკილის თავში ჩარტყმით ფიზიკური დაზიანება მიაყენა.  

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დანაშაულში მამხილებელი მტკიცებულებები სმოპოვების შემდეგ, ,,სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებსაქართველოს კანონის მე-19 მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილება გამოიყენა და სისხლისსამართლებრივიდევნის დაწყების მოთხოვნით წერილობითი წინადადებებით  პროკურორს მიმართა, რისშემდეგაც საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს მიერგაიცა განჩინებები დანაშაულში მხილებული სამართალდამცავების დაკავების თაობაზე.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური აღნიშნულ საქმეებზე აგრძელებს გამოძიებას, ორივესამართალდამცავი დაკავებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-მუხლის მე-3 ნაწილის ,,ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის(სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ძალადობით), რაც სასჯელის სახედ დაზომად 5 დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.” – ნათქვამია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.