ალექსანდრე კობაიძე: გაზაფხულზე მე შევიტანე იუსტიციის მინისტრის სახელზე განცხადება სააკაშვილსთვის კომპლექსური ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით

ჯერ კიდევ გაზაფხულზე პირადად მე შევიტანე იუსტიციის მინისტრის სახელზე განცხადება და მოვითხოვე სასჯელის გადავადება იმ მოტივით, რომ მიხეილ სააკაშვილს ჩატარებოდა სამედიცინო კომპლექსური ექსპერტიზა და კარგია, რომ კომლექსურ ექსპერტიზას თავად პენიტენციური სამსახური უტარებსამის შესახებ ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა

უფლებადამცველი ასევე იმედს გამოთქვამს, რომ  დასკვნაში ნათლად იქნება ასახული მესამე პრეზიდენტის მძიმე მდგომარეობა და ამის საფუძველზე მოხდება მისი საზღვარგარეთ მკურნალობა.

იმედი მაქვს ამ ყოველივეთი დადგინდება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისმდგომარეობააქამდეც უნდა ჩაეტარებინა პენიტენციურ სამსახურს სამედიცინო ექსპერტიზა, თუმცა ჯობს გვიან ვიდრე არასდროს კარგია, რომ ატარებენ და უკვე დასკვნაც ძალიან მალე იქნება.

სამართლებრივად ეს რეგულაცია არსებობს, რომ თვითონ პენიტენციური სამსახური მიმართავს შესაბამის უწყებას ექსპერტიზის ჩანიშვნის შესახებ ამასთან დაკავშირებით, მე პირადად მივმართე წერილით იუსტიციის მინისტრს რატი ბრეგაძეს და მოვითხოვე, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის ჩაეტარებინათ ექსპერტიზა, თუმცა იმ დროისთვის მათ ეს ექსპერტიზა არ ჩაატარეს, მაგრამ ეხლა ატარებენ, რაც ძალიან კარგია” – აცხადებს კობაიძე