სოფელ ბოდბეში მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით პოლიციამ მამაკაცი დააკავა.

შსს ცნობით, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში 1995 წელს დაბადებული ქალი ქმარმა დაჭრა. პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავა.

უწყების ინფორმაციით, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109- მუხლისქვეპუნქტით მიმდინარეობსდანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.