ქართულ-კანადური მეგობრობის ხე დაირგო (ფოტორეპორტაჟი)

ქართულ კანადური მეგობრობის ეგიდით გასამართი ღონისძიებები გრძელდება

საქართველოს და კანადის მეგობრობის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს და კანადის მეგობრობის ასოციაციამ მორიგი ღონისძიება გამართა.

ღონისძიების ფარგლებში, თბილისის ერთ-ერთ ისტორიულ რაიონში – დავით აღმაშენებლის გამზირზე მდებარე სკვერში სიმბოლურად დაირგო ქართულ-კანადური მეგობრობის ხე. ხის დარგვის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი მთავრობის ოფიციალურმა პირებმა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა.

-დღეს ჩვენ ერთად ვზეიმობთ საქართველოს და კანადის მეგობრობის 25 წლის იუბილეს და ჩვენი დიდი სურვილია კიდევ უფრო გავაძლიეროთ მეგობრობა კანადელ ხალხთან.დარწმუნებული ვარ, რომ მსგავსი ხასიათის ღონისძიებები კიდევ უფრო დაახლოვებს ქართველ და კანადელ ხალხს და ჩვენი დღევანდელი შეხვედრაც ამ სულისკვეთებით წარიმართა. აქედან გამომდინარე მჯერა, რომ მომავალში ჩვენს ქვეყნებს – კუტრულ, სპორტულ, სავაჭრო, ტურიზმის და ხალხთა შორის ურთიერთობებში მეტი თანამშრომლობა და წარმატებები ექნება.

დიდ მადლობას ვუხდი კანადელ ხალხს და მთავრობას, რომელიც ბოლო 25 წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ძალიან ძლიერი მხარდამჭერი იყო – აღნიშნა საქართველოს და კანადის მეგობრობის ასოციაციის დირექტორმა ილია ზუკაკიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს და კანადის მეგობრობის ეგიდით მომდევნო თვეების განმავლობაში კიდევ რამოდენიმე ღონისძიება და პროექტი განხორციელდება.ღონისძიება განხორციელდა ქ.თბილისის მერიის, ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეის”და თელავის ღვინის მარნის მხარდაჭერით.

 

Holding the Events under the Auspices of Georgian Canadian Friendship is continued

Regarding to the celebration of the 25th anniversary of the Georgian Canadian Friendship, Georgian Canadian Friendship Association held next event. In the bounds of the project tree of Georgian Canadian Friendship was symbolically planted in one of the historical districts of Tbilisi – in the square located at Davit Agmashenebeli Avenue.

Officials of the local government and representatives of different sphere of the society took part in tree planting ceremony.We celebrate the 25th anniversary of the Georgian Canadian Friendship and we have a great will to strengthen the friendship with the Canadian people more. I’m sure such events get the Georgian and Canadian people more close and our today’s event was held by this aspiration. Hence from this I believe our countries will have more collaboration and successes in cultural, sport, trade, tourism relations and relations between the people. I thank Canadian people and government which were strong legitimist of territorial wholeness and sovereignty of Georgia during the last 25 years, director of Georgian Canadian Friendship Association, Ilia Zukakishvili mentioned.It should be mentioned that several events will be held under the auspices of Georgian Canadian Friendship during the following months.The event was held supporting by Tbilisi City Hall, The air company ”Georgian Airways” and  JSC Telavi Wine Cellar “Marani”