გიორგი ვაშაძე: თბილისის აეროპორტში არ შემოუშვეს, ჩვენს მიერ საქველმოქმედო ღონისძიებაზე მოწვეული უკრაინის მოქალაქე

დღეს თბილისის აეროპორტში არ შემოუშვეს, ჩვენს მიერ საქველმოქმედო ღონისძიებაზე მოწვეული რომან დრიბნი, უკრაინის მოქალაქე. ეს არის თავხედური, კანონსაწინააღმდეგოქმედება, რასაც შსს პრორუსულიქართული ოცნებისდავალებით სჩადის” – ამის შესახებსტრატეგია აღმაშენებლისლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დაგეგმილი ღონისძიება დედა სიდონიას ორგანიზებით უნდა გაიმართოს 25 სექტემბერს წინანდალში და მასში მონაწილეობა უნდა მიეღო უკრაინის მოქალაქე რომან დრიბნს, თუმცა იგი თბილისის აერეპორტიდან უკან გააბრუნეს.

ეს ადამიანი სპეციალური საშვით, მოწვევითა და ნებართვით, რომელსაც უშუალოდ მევეხმარებოდი რომ ეს ნებართვა აეღო, შემოდიოდა საქართველოში და ეს ადამიანი ყოველგვარი მიზეზის გარეშე გააბრუნეს თბილისის აეროპორტიდან” – აცხადებს გიორგი ვაშაძე