ელენე ხოშტარია : 11 სექტემბერს დაფიქსირდა კიდევ ერთი ირანული სატვირთო თვითმფრინავი, რომელმაც გადაუფრინა საქართველოს და ჩაფრინდა მოსკოვში

„11 სექტემბერს დაფიქსირდა კიდევ ერთი სატვირთო თვითმფრინავი, ირანის სამხედრო დანიშნულების აეროდრომიდან წამოსული, რომელმაც კიდევ ერთხელ გაიარა საქართველოს ტერიტორია, კახეთს გადაუფრინა და ჩაფრინდა მოსკოვში”ამის შესახებდროასლიდერმა ელენე ხოშტარიამ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულ ინფორმაციას ის გადასცემს უკრაინელ კოლეგებს და ხელისუფლებისგან მოითხოვს კითხვებზე მკაფიო პასუხებს.

ეს ხდება იმ პირობებში, როდესაც მთელი მსოფლიო წერს ირანის მხრიდან რუსეთის სამხედრო მომარაგების შესახებ. ჩვენ ცხადია, ამ ინფორმაციას გადავცემთ ჩვენს უკრაინელ კოლეგებს და პარტნიორებს. ხელისუფლება ვალდებულია თქვას რა უნდოდა ამ თვითმფრინავს, რა თვითმფრინავი იყო, რა ტვირთი იყო და რატომ ვუთმობთ ჩვენს საჰაერო სივრცეს სამხედრო აეროდრომიდან აფრენილ თვითმფრინავებს” – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.