ზელენსკი: უკრაინამ ყირიმი შესაძლოა დიპლომატიური გზით დაიბრუნოს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, შესაძლოა მოხდეს ისე, რომ უკრაინამ რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმი დიპლომატიური გზით დაიბრუნოს.

სხვა გამოსავალი არ არის, აუცილებელია ტერიტორიის დეოკუპაცია. ასევე შესაძლოა მოხდეს, რომ ყირიმი დიპლომატიური გზით დავიბრუნოთ. რა თქმა უნდა, უკრაინაში უფრო მეტად ამ საკითხის მოგვარების დიპლომატიურ გზას უჭერენ მხარს” – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ