გიორგი ვაშაძე: ჩვენ ვნახეთ თვალთვალისა და მიყურადების კონკრეტული ფაქტები ოპოზიციის წინააღმდეგ „ქართული ოცნების” მხრიდან

გუშინ, ნოდარ მელაძის გადაცემაში, ჩვენ ვნახეთ მასობრივი და ტოტალური თვალთვალისა და მიყურადების კონკრეტული ფაქტები ოპოზიციის წინააღმდეგქართული ოცნებისმხრიდან” – ამის შესახებ, „სტრატეგია აღმაშენებლისლიდერმა გიორგი ვაშაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გადაიქცა ხელისუფლებისკაგებედ”, რომელიც ოპოზიციურ პარტიებში აგენტების ჩანერგვით არის დაკავებული.

ჩვენ ვნახეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, „ქართული ოცნების” „კაგებე”, როგორ აფუჭებს ახალგაზრდა ადამიანებს, როგორ აშინებს და სხვადასხვა შანტაჟის გზით, როგორ ახდენს მათ ჩანერგვას პოლიტიკური ოპონენტების პარტიებში. ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის 30% ყოველდღიურად საჭმელს ვერ ყიდულობს, ამ დროს, ბიუჯეტიდან ათობით მილიონი იხარჯება მართლსაწინააღმდეგო ქმედებაზე” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.