სააგენტო უერთდება იმ ადამიანებს, რომლებიც კლიპის ინტერნეტ-სივრციდან ამოღებას მოითხოვენ!

New Studio-ს საახალწლო კლიპმა საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია.

New Studio-ს საახალწლო კლიპ-მილოცვას უკვე მოჰყვა შეასებები და გამოხაურებები. საზოგადოების დიდმა ნაწილმა კლიპი მარაზმად შეაფასა. აღნიშნულ კლიპს ეხმიანება პარლამენტის ვიცე სპიკერი, ირმა ინაშვილი და სოციალურ ქსელში წერს:

-„“New Studio სარეკლამო კლიპებს ამზადებს. მის დამკვეთთა შორის არა მარტო კერძო ბიზნესი, არამედ სახელმწიფო სტრუქტურებიცაა. კლიპი ე.წ. ბოროტ თოვლის ბაბუაზე, რომელიც კეთილ სანტას ფიზიკურად უსწორდება, შეურაცხყოფას აყენებს არა მარტო ჩვენს ეროვნულ ტრადიციებს, არამედ მავნე ზემოქმედებას ახდენს ადამიანთა (ბავშვების) ცნობიერებაზე და ღია პროპაგანდას უწევს ძალადობას. მიზანმიმართულად აღვივებს ნეგატიურ განწყობას ჩვენი ეროვნული პერსონაჟის- თოვლის ბაბუის მიმართ.

მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს, სასწრაფოდ მოახდინოს რეაგირება და ხსენებული კლიპი მოხსნას ინტერნეტსივრციდან. იმოქმედონ კანონის შესაბამისად.

მივმართავ სახელმწიფო სტრუქტურებს,- შეუწყვიტონ ყოველგვარი დაფინანსება New Studio-ს!”

კლიპს გამოეხმაურა ზვიად კვაჭანტირაძეც.

-„ვინც დაუკვეთეთ, ვინც გადაიღეთ და ვინც სიხარულით გაავრცელეთ ეს მარაზმატიკული კლიპი სანტას მკვლელობაზე ყველანი იდიოტები და მოძალადეები ხართ. კიდევ რა ხართ და რას ვფიქრობ თქვენზე ამას საჯაროდ არ დავწერ….“-წერს დეპუტატი სოციალურ ქსელში.

შსს-ს მიმართავს უფლებადამცველი ნიკოლოზ მჟავანაძე და მოითხოვს გამოძიებული იქნას ვის მიერ იყო დაფინანსებული კლიპის გადაღება.

-„დაუყოვნებლივ დაიწყეთ გამოძიება თუ ვის მიერ იქნა დაფინანსებული ამ კლიპის გადაღება. ეს ქმედება არის ანტისახელმწიფოებრივი და მეტად საგანგაშო. დარწმუნებული ვარ დამკვეთის მოძებნა არ გაგიჭირდებათ, რადგან ხელისუფლებაში გყავთ ის ხალხი ვინც თოვლის ბაბუას, ქართულ ზღაპრებს და ჩვენს ტრადიციებს ებრძვის“.

ცნობისთვის, კლიპზე რეჟისორმა – დავით ჯიბლაძემ იმუშავა. 

ჩვენ კი შეგნებულად არ ვდებთ ვიდეოს, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს არის ძალადობის ტირაჟირება და არ გვსურს საზოგადოების კიდევ უფრო გაღიზიანება და მითუმეტეს არ გვინდა ეს კლიპი ბავშვებმა ნახონ, ამიტომ სააგენტო უერთდება იმ ადამიანებს, რომლებიც კლიპის ინტერნეტ-სივრციდან ამოღებას მოითხოვენ.

კომენტარის დატოვება