მიწის ნაკვეთები, 4 ბინა, სასტუმრო, 13 მანქანა | სუს-მა გოგაშვილების ქონება დააყადაღა.

ყადაღა დაედო 13 ავტომანქანას, 3 სასოფლოსამეურნეო ტექნიკას, 3 ერთეულ მოტოტექნიკას და 15 ცეცხლსასროლ იარაღს.” – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, უკვე დაინიშნა სასაქონლო ექსპერტიზა, რომელმაც ქონების რეალური საბაზრო ფასი უნდა დაადგინოს.

ყადაღა დაედო თბილისში, კახეთის რეგიონში, ხონის მუნიციპალიტეტში, მარტყოფსა და დაბა ბაკურიანში მდებარე, ჯამში 34 მიწის ნაკვეთსსაერთო ფართით 4 439 260 კვადრატული მეტრი, 4 საცხოვრებელ ბინას და . სიღნაღში მდებარე სასტუმროს.

ხსენებული უძრავი და მოძრავი ქონებების რეალური საბაზრო ღირებულებების დადგენის მიზნით დანიშნულია სასაქონლო ექსპერტიზა” – ნათქვამია სუსის განცხადებაში.